თურქეთი

თურქეთში ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი დააკავეს

EPA

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი მურათ საბუნჩუ დააკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საბუნჩუს, გაზეთის სხვა რედაქტორებისა და ჟურნალისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის.

CNN-ის ცნობით, პროკურატურამ ჯამში Cumhuriyet-ის 13 თანამშრომელი დააკავა. ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით 35 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, თითქმის ყველა მათგანი ფეთულა გიულენთან კავშირშია ბრალდებული.

კომენტარები