არჩევნები 2016

ახალციხეში გამართულ მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს

ცესკო
ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, ახალციხეში გამართულ მერის არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ ზედგენიძემ 63.22% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი ერეკლიშვილმა კი, შესაბამისად, 36.78%.

რაც შეეხება თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებს ბოლნისში, აქაც ქართული ოცნების კანდიდატი დავითი შერაზადიშვილი ლიდერობს 95.26%-ით, ოპონენტს ნაციონალური მოძრაობიდან, ტრისტან ბერიძეს კი 4.74% აქვს.

ზუგდიდსა და ხარაგაულში ჩატარებულ თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებშიც ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.

ლაგოდეხში ჩატარებულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართულმა ოცნების წარმომადგენელმა ვაჟა კობერიძემ 54.8% მოაგროვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი მოსეშვილმა - 28.53%, ხოლო პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან ჯემალ მაჭარაშვილმა - 16.67%.

რაც შეეხება სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, აქ ქართული ოცნების კანდიდატმა ზაზა ლაშქარავამ ხმათა 65.71% მოიპოვა, ნაციონალური მოძრაობიდან ვასო ჯანაშიამ კი 34.29%.

კომენტარები