არჩევნები 2016

ცესკო: დათვლილია შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ღამის 12 საათისთვის დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 50%-ზე მეტი. სპეციალურ ბრიფინგზე ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს წინასწარი შედეგების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების პროცესი.

"მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ამჟამად, ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად შემოდის შემაჯამებელი ოქომები. უკვე 22:00-დან, ოქმები ეტაპობრივად ქვეყნდება ცესკო-ს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ასევე ხორციელდება ცესკო-ში მიმდინარე შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლირება ცესკო-ს ვებ-გვერდის, facebook-ისა და youtube-ს მეშვეობით. ტრანსლირებას 360 გრადუსიანი ვიდეოკამერის საშუალებით ხდება და ყველას აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს აღნიშნულ პროცესს.

ვინაიდან არჩევნების მეორე ტური, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდა და თითოეული უბნის შედეგს შესაძლოა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო შედეგებზე, აქედან გამომდინარე, ცესკო საზოგადოებისთვის ბრიფინგს გამართავს, როცა ყველა უბნის, ყველა შედეგი , ყველა მაჟორიტარულ ოლქში დაითვლება. ამ ეტაპისთვის, ოპერატორებისთვის დამუშავებულია და დათვლილია შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი. სულ, 1250 უბნის მონაცემები. ამ წუთებში მიმდინარეობს წინასწარი შედეგების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების პროცესი და ყველას უკვე აქვს შესაძლებლობა იხილოს პირველადი მონაცემები 50-ვე ოლქში", - აცხადებს ცესკო.

კომენტარები