არჩევნები 2016

სამადაშვილი: ეს არჩევნები გახდება ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი

დღეს ეს არჩევნები მაგონებს იმ არჩევნებს, რომელიც იყო პირველი არჩევნები, რომელსაც მე საქართველოში დავაკვირდი 2002 წელს. როგორც 2002 წელი გახდა შევარდნაძის მმართველობის დასასრული, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდება ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი ამ ქვეყანაში. ასეთი უსინდისოდ გაყალბებული არჩევნები, ასეთი უსინდისო მცდელობა, წაართვა საკუთარ ხალხს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება, აუცილებლად ცუდად დამთავრდება... ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ პლატფორმას და შესაძლებლობას. ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გარდუვალი დამარცხებით და კრახით. სამწუხაროდ, ამას დასჭირდება მეტი დრო, ვიდრე გვეგონა, რომ დასჭირდებოდა არჩევნების წინ, რადგან არც ჩვენ, არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არავინ, ვისაც მიაჩნდა, რომ ეს ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, არ იყო მზად ამ გაყალბების მასშტაბებისთვის.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი.

კომენტარები