არჩევნები 2016

ცესკო: ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება

ამ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ. მარკირების აპარატი ისეა მოწყობილი, რომ ინფრაწითელი მინათების შედეგად შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ის შხეფები, რომელიც მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება.

ცესკოს პრესპიკერი ანა მიქელაძე კითხვაზე - "ჩვენმა კორესპონდენტმა ჩაატარა ექსპერიმენტი, მანდარინიანი ხელით მივიდა უბანზე და არ შეუშვეს". ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პირი, ვისაც უბანზე მისულს მარკირება აღმოაჩნდა, ამბობდა, რომ მათ მანდარინი ჭამეს და აპარატმა მარკირების ნიშანი ამიტომ აჩვენა.

კომენტარები