არჩევნები 2016

ცესკო: უბნებზე მარკირებული ამომრჩევლის მასობრივად მისვლა ეჭვს იწვევს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში მარკირებული ამომრჩევლის მასობრივად მისვლის ფაქტი დაფიქსირდა. ცესკოს ცნობითვე, მსგავსი ერთეული ფაქტები ისნის, ფოთის და ქუთაისის უბნებზეც მოხდა.

"მსგავსი მასობრივი ფაქტები, კონკრეტულად საუბარია მთაწმინდის ოლქზე, იწვევს ეჭვს და ტოვებს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას. აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის შემდეგ ჰქონდათ მარკირება ხელზე დარჩენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონმდებლობის თანახმად არც ერთ მათგანს არ მისცა ხმის მიცემის შესაძლებლობა" - აცხადებს ცესკო.

 

კომენტარები