არჩევნები 2016

ცესკო: წინასწარი მონაცემები ოქმების შემოსვლიდან დაახლოებით 2 საათში გამოქვეყნდება

ანა მიქელაძე
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, პირველი წინასწარი შედეგები ცესკო-ში ოქმების შესვლიდან დაახლოებით 2 საათში გამოქვეყნდება.

"დღეს საღამოს 8 საათზე, მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოლქებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიღებისთანავე, ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე. ცესკო-ში ოქმების შემოსვლიდან დაახლოებით 2 საათში ვებგვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების საფუძველზე", - თქვა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კომენტარები