არჩევნები 2016

ცესკო: მთაწმინდაზე ამომრჩევლები ამბობდნენ, რომ ხელზე 8 ოქტომბრის მარკირება დარჩათ

ანა მიქელაძე
ცესკო

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ შუალედურ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

"მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულს საარჩევნო ოლქში. აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ დარჩათ ხელზე მარკირება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების თითო უბანზე, სადაც ამომრჩევლებს, მას შემდეგ, რაც დაუდგინდათ მარკირება, კანონის შესაბამისად არ მიეცათ ხმის მიცემის შესაძლებლობა",- თქვა მიქელაძემ.

კომენტარები