არჩევნები 2016

კობახიძე: ინფორმაცია სპორტსმენების მობილიზაციაზე მტკნარი სიცრუეა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დეზინფორმაციას უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენები იკრიბებიან.

"ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში, გორსა და რუსთავში თითქოს იგეგმება პროვოკაციები და ხდება სპორტსმენების მობილიზაცია. მტკნარი სიცრუეა. ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოაგდენენ, რომ ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზაცია ხდება. ეს დეზინფორმაციაა. შეიძლება, თავად გეგმავენ პროვოკაციას", - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა მხარდამჭერებსა და აქტივისტებს სიმშვიდისკენ. "როდესაც იქნება პროვოკაციის ნიშნები, მიმართონ სამართალდამცველებს".

სპორტსმენების მობილიზაციის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა. მან დაპირისპირების პრევენციისთვის სამართალდამცველებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები