არჩევნები 2016

ახალციხეში ამომრჩეველი ნარკოლოგიური და ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით დააკავეს

ტაბულა

ახალციხეში ამომრჩეველი ნარკოლოგიური და ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით დააკავეს. ზურაბ ცუცქირიძის თქმით, ხმის მისაცემად მიდიოდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა. ის ვარაუდობს, რომ დაკავების მიზეზი პოლიტიკური სიმპათიებია.

ცუცქირიძეს ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება არ დაუდგინდა და უკვე გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც.

 

კომენტარები