არჩევნები 2016

კობახიძე: არავისთვის დაგვივალებია კანდიდატის ოთხკუთხედად შემოხაზვა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, რომ პარტია საჯარო მოხელეებს ბიულეტენებზე კანდიდატის ოთხკუთხედად შემოხაზვას ავალებს.

"ეს არის დეზინფორმაცია. ვეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, ეს კანონდარღვევაა. ასეთი რამ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა", - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძისვე ინფორმაციით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა სურს.

"გვაქვს მონაცემები, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა. ვაფრთხილებთ ყველას, ასეთი რამ არ გააკეთონ. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს წარმომადგენლებს, არ დაუშვან ასეთი რამ", - თქვა კობახიძემ. მან ასევე მხარდამჭერებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კომენტარები