არჩევნები 2016

ცესკო: 10:00 საათისთვის აქტივობა 4.65%-ია

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 4.65% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 115 302 მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს 10:00 საათისთვის აქტივობა 8.34% იყო.

ყველაზე მეტი აქტივობა მცხეთაშია დაფიქსირებული(9%).

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2 229 უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები