არჩევნები 2016

კვირიკაშვილი: არჩევნები არ დასრულებულა, ამომრჩეველმა უნდა იაქტიუროს

რა თქმა უნდა ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ [პირველ ტურში ნაჩვენები] შედეგით. ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩეველმა, უბრალოდ ჩვენ ავწიეთ 50 %-მდე მაჟორიტარულ ოლქებში მინიმალური ბარიერი და სწორედ ამის გამოა, რომ უმრავლესობა ჩვენი კანდიდატების, რომლებსაც უწევთ მეორე ტურში მონაწილეობა, მათ ჰქონდათ 47, 48, 49 %-იანი მხარდაჭერა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დემოკრატიის კიდევ ერთი გამოხატულება, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი იაქტიურებს. რაღაც ასეთი შეგრძნება შეიქმნა, მთლიანად ქვეყანაში და აღქმა რომ ჩატარდა არჩევნები. არჩევნები არ დასრულებულა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო პირველ ტურში, მისვლა და გამოხატვა საკუთარი პოზიციის. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს და მაქსიმალურად ისეთივე ან იმაზე უფრო მაღალი დასწრება იქნება მეორე ტურის განმავლობაში

პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი ტეკელომპანია იმედთან ინტერვიუში

კომენტარები