მე წავიკითხე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება სხვას არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ, რასაც ვაკეთებთ კიდევაც. ვთქვათ, ჩვენი დასავლური ორიენტაციის პირობებში ვცდილობთ, რომ იმ არეალში, რა არეალშიც ჩვენ ვცდილობთ პრაგმატული პოლიტიკის გატარებას მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთან, გავაძლიეროთ ჩვენი ინსტუმენტები. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამოცდილი დიპლომატი და მე მგონია, რომ მან სწორედ ეს თქვა და სხვას ვერაფერს ვერ ვხედავ ისეთს, რომელიც ჩვენი კურსისგან რაღაც განსხვავებულს ლაპარაკობს.
tbl.ge/1z3c
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრი გია ჟორჟოლიანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. ზურაბიშვილის თქმით, ოკუპანტის სტატუსი, რომელიც რუსეთს მიენიჭა, საქართველოს ყოველმხრივ ბლოკავს.
ამავე თემაზე
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის
- წილოსანი: რა დაგვაკლო უაზრო კრიტიკამ და შანტაჟმა? არაფერი - პოზიციები გავიმყარეთ




