რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რურუა ზურაბიშვილის განცხადებაზე: ეს იყო და არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა

ეს იყო სრული თვითლუსტრაცია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია, სინამდვილეში, ის ხელისუფლების კანდიდატია. ეს ადამიანი ჰყავთ იმიტომ, რომ მან გაახმოვანოს ხალხისთვის ყველაზე უფრო მიუღებელი და ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაზე უფრო მავნე განცხადებები და რაღაც მეხამრიდის როლი შეასრულოს ოცნებისთვის. ეს იყო და არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა. ოკუპანტის სტატუსის მოხსნა რუსეთისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ოკუპაციას კანონიერად და ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის სრული თვითლუსტრაცია, რაც ამ ქალბატონმა ჩაატარა.

ენმ-ის მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა რურუა მეორე ტურში მისი კონკურენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, რომ "ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ამავე დროს, ჩვენ ყველა მხრივ გვბლოკავს".

კომენტარები