მიგრანტთა კრიზისი

საფრანგეთი: კალეს მიგრანტთა ბანაკის გაწმენდის ოპერაცია დასრულდა

Getty Images

საფრანგეთის ქალაქ კალეს პრეფექტის ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან მესამე დღეს ქალაქ კალეს ჯუნგლებად წოდებული მიგრანტების ბანაკი ცარიელია.

"ბანაკში მიგრანტები აღარ არიან, ჩვენი მისია შესრულებულია", - თქვა კალეს პრეფექტმა.

გავრცელებული ცნობებით, ოპერაციის პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა და ბანაკი 2318-მა მიგრანტმა დატოვა. მეორე დღეს ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებებს, მესამე დღეს კი, 4 მიგრანტი ბანაკის რამდენიმე ადგილას დიდი ხანძრის გაჩენის გამო დააკავეს.

მიგრანტები გადაიყვანეს საფრანგეთის თავშესაფრებში. საფრანგეთის მთავრობა დიდ ბრიტანეთს მიგრანტების ნაწილის მიღებას სთხოვს, ხოლო 1000-ზე მეტი თანმხლები ზრდასრული ადამიანის გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

საფრანგეთის ქალაქ კალეს ბანაკი, სადაც 6000-8000 მიგრანტი ცხოვრობდა და ცდილობდა ამ ბანაკიდან ბრიტანეთში შეეღწია, ევროპის მიგრანტთა კრიზისის სიმბოლოდ იქცა.

კომენტარები