არჩევნები 2016

აბაშიძე: პარტიული კუთვნილება აღარ მაქვს და იმას ვაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი

პარტიის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ პარტია დამარცხდა არჩევნებში და ჩვენ ვთქვით, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გააგრძელონ პარტიული საქმიანობა, გზას ვულოცავთ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური ვალდებულებები აღარ გვაქვს, მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნება, აღარ მაქვს პარტიული კუთვნილება და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე. მან, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა მხარდამჭერებს მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკისთან დახურული შეხვედრა გამართეს.

კომენტარები