უკრაინა

პოროშენკო: უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 24 ნოემბრამდე მიიღებს

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 24 ნოემბრამდე მიიღებს. 

"მჯერა, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოგზაურობის საშუალებას მისცემენ, ევროპარლამენტის მხრიდან აუცილებლად დამტკიცდება და რატიფიცირდება. მეტიც, შემიძლია დავასახელო თარიღი - ეს არაუგვიანეს 24 ნოემბერს მოხდება", - თქვა პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ამ დრომდე მხოლოდ იმის გამო ვერ გადაწყდა, რომ ევროპარლამენტი და ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის პროცედურაზე ვერ შეთანხმდნენ.

24 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი გაიმართება.

კომენტარები