თურქეთი

თურქეთის ქალაქ იზმირში ფეთულა გიულენის ძმისშვილი და რძალი დააკავეს

turkeypurge.com

თურქეთის ქალაქ იზმირში ფეთულა გიულენის ძმისშვილი და რძალი დააკავეს. დაკავებულებს ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედებათ ბრალად. 

აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს და აშშ-ს მის ექსტრადირებას სთხოვს.

აღსანიშნავია, რომ 3 კვირის წინ სამართალდამცველებმა გიულენის ძმა და რამდენიმე ახლო ნათესავიც დააკავეს.

სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით თურქეთის ხელისუფლებამ 72 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 34 000-ზე მეტს კი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები