უსაფრთხოების წესის დარღვევა

სამშენებლო ტერიტორიაზე კიდევ ერთი მამაკაცი დაიღუპა

Getty Images

სამშენებლო ტერიტორიაზე კიდევ ერთი მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობდა.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები