უსაფრთხოების წესის დარღვევა

ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობიდან მუშა გადმოვარდა

Getty Images

ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობიდან მუშა გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, შენობაში, საიდანაც მამაკაცი გადმოვარდა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და ლიტერატურის მუზეომი მდებარეობს, რომელსაც რეკონსტრუქცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები