8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველად იკრიბება მთავრობა და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები და მინდა, ყველა თქვენგანს მივულოცო ეს ფაქტი. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, საზოგადოების თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. თითოეულმა დამკვირვებელმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა ეს ფაქტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის. ამიტომ, მინდა, ყველა თქვენგანს მოვულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ქვეყნის. ასევე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თითოეული მოქალაქის არჩევანის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა.
tbl.ge/1yi9
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




