კიდევ ერთი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - 15 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისში, ორთაჭალაში, 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სასტიკად სცემეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია. გამოძიება ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უფლებადამცველები და ომბუდსმენი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, გამოკვეთოს სავარაუდო სიძულვილის მოტივიც. სიძულვილის გამომწვევ მიზეზებზე, გარემოზე, სადაც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უწევს ცხოვრება, ასეთი დანაშაულის პრევენციის ადექვატურ გზებზე ვისაუბრებთ თორემას სტუდიაში. ჩემთან ერთად სტუდიაშია არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
tbl.ge/1yhd
დაკოპირდა