არჩევნები 2016

ჯაფარიძე: მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ

მეორე ტურის არჩევნები იქნება არა არჩევნები რომელიმე პარტიებს შორის, არამედ, იქნება არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩემი აზრით - და ეს აზრი დავაფიქსირე საჯაროდ - ნებისმიერი მოქალაქე უნდა მივიდეს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონას ერთი პარტიის მიერ ამ ქვეყანაში. ეს არის არჩევანი და არა ის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. მე ვაპირებ მისვლას და ვაპირებ ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ.

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო საზოგადოების მიმართვაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ.

კომენტარები