არჩევნები 2016

წულუკიანი: ჩვენ უნდა ვმობილიზდეთ 30 ოქტომბრისთვის

მხოლოდ მეორე ტური აჩვენებს, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას კომფორტული უმრავლესობა პარლამენტში. ყველანაირი ტიპის მოძრაობა, რომელიც მოუწოდებს ქართული ოცნების ამომრჩეველს თავის შეკავებისკენ, მიმართულია იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ მარცხი იწვნიოს. თუმცა, ასეთი მოძრაობები, მათ შორის, ძალადობისკენ მიმართული, ჩვენ გავიარეთ, გადამწყვეტი ბრძოლა წინაა, ამიტომ ჩვენ უნდა ვმობილიზდეთ 30 ოქტომბრისთვის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამოქალაქო საზოგადოების პარტიებისადმი მიმართვაზე, რომ მათმა ამომრჩეველმა ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ხელი შეუშალონ და ხმა ოპონენტს, ენმ-ის კანდიდატს მისცენ. 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

კომენტარები