სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შამანიდი: ჰომოფობიურ ტენდენციებს დიდწილად ხელს უწყობს პოლიტიკოსთა გამოხატულებები

ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძლადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთიოთოს, გაკიცხოს, ან მით უმეტეს იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძებენ ამ საქმეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამინის მდგომარეობა გაუმჯობესდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში რეანიმაციაში მოინახულა ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

კომენტარები