სირიის კრიზისი

რუსეთის ავიაციამ ალეპოზე თავდასხმები განაახლა - დაღუპულია სულ მცირე 25 ადამიანი

Reuters

რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოზე ავიათავდასხმები განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიათავდასხმებს 25 ადამიანი ემსხვეპრლა, მათ შორის ბავშვები.

ბრიტანეთში არსებული ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის ცნობით, რუსული ავიაცია იმ რაიონებს ბომბავს, რომელიც ამბოხებულ, ოპოზიციურ ძალებს აქვთ დაკავებული. რუსული მხარე კი ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ავიაიერიშების სამიზნე მხოლოდ ტერორისტების მიერ დაკავებული პოზიციებია.

როგორც BBC აღნიშნავს, თავდასხმები რუსეთის პრეზიდენტის მიერ საფრანგეთში გაუქმებულ ვიზიტს მოჰყვა. ვლადიმირ პუტინის და ფრანსუა ოლანდის შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ სირიის კრიზისი უნდა ყოფილიყო, თუმცა პუტინმა შეხვედრა გააუქმა. ცნობისთვის, ოლანდმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს სირიაში ასეთი ქმედებების გამო, შესაძლოა სამხედრო დანაშაულში დასდონ ბრალი.   

კომენტარები