არჩევნები 2016

გოგუაძე: ბოიკოტი შენი პოლიტიკური პარტიის გაუფასურებაა და არა პარლამენტის

ყველამ იცის ჩვენი აბსოლუტური განსხვავებები მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ მე მინდა, მოვიწონო მათი [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] გადაწყვეტილება, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. სწორედ ეს არის დემოკრატია, როდესაც ადამიანები პატივს სცემენ ინსტიტუტებს. პარლამენტი (თუნდაც ერთპარტიული და საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე) არის ინსტიტუტი, რომელსაც პატივი უნდა სცე და თითოეული დეპუტატის ვალია, პატივი სცეს თავის ამომრჩეველს და შევიდეს პარლამენტში, რადგან ის მოსახლეობის წარმომადგენელია იქ. გარდა ამისა, პარლამენტში ყოფნა არის ტრიბუნა, რომელიც ყველა პოლიტიკოსმა უნდა გამოიყენოს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ბოიკოტირებით პარლამენტის გაუფასურებას კი არა, შენი პოლიტიკური პარტიის გაუფასურებას ახდენ, როდესაც უარს ამბობ ასეთ ტრიბუნაზე.

თავისუფალი დემოკრატი ნინო გოგუაძე გადაცემა არჩევანში.

კომენტარები