პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც დღეს შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია. ეს გადაწყვეტილება მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პარლამენტის გარეთ. არ ვაპირებთ, რომ მთელი ჩვენი ძალების კონცენტრაცია პარლამენტის შენობაში მოვახდინოთ. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოწამლა წინასაარჩევნო გარემო და უხეში დარღვევების, დაშინებებისა და შანტაჟის ფონზე წარიმართა ეს არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენოთ. აქედან ერთ-ერთია პარლამენტი და რა თქმა უნდა, არა ერთადერთი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პარლამენტში შესვლა ჩაყრის მყარ საფუძველს უახლოეს პერიოდში გამარჯვების მოსაპოვებლად
tbl.ge/1xzk
დაკოპირდა

ენმ-ის წევრი ნიკა მელია პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. კენჭისყრა 31-ით 8-ის წინააღმდეგ დასრულდა.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




