საქართველოს პრეზიდენტი ქართულ ოცნებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ის სამი წლის წინ დადებული ფიცის შესრულებას გააგრძელებს.
"პრეზიდენტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, კონცენტრირდეს მეორე ტურზე და საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე. კონცენტრირდნენ, პირველ რიგში, ხალხზე, რომელზე ზრუნვაზეც მათ პასუხისმგებლობა აიღეს. ხოლო პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას. ეს გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ასევე გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
ქართული ოცნების წევრის გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის არჩევის უფლება პარლამენტს უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, მეტი უფლებები უნდა მიეცეს პარლამენტს, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის უფლებაც", - თქვა ვოლსკიმ.





