პარლამენტი

ქანთარია: პარლამენტის თბილისში გადმოტანას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ

ვფიქრობ, მართლები ვიქნებით, თუ დედაქალაქს დაუბრუნდება პარლამენტი. ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი ხარჯი არის ამ გზაში. ქუთაისს დიდად არაფერი მომატებია. ქუთაისში ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი და ვფიქრობ, ეს კი იქნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გადმოტანას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, ეს საკითხი წინა პარლამენტის მიერ კენჭისყრამდეა მისული. თუ მივიღეთ ნოემბერში, შემდგომი სესია გაიმართება სწორედ თბილისში.

ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები