ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, 73-დან 51 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. წინასწარი შედეგებით, მეორე ტური ჩატარდება როგორც რეგიონების, ისე თბილისის ოლქების უმრავლესობაში. ძირითად შემთხვევაში, ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. გამონაკლისია რამდენიმე ოლქი. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურის ოლქში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოცნების და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები, გორში - ირაკლი ალასანია და ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ მაკრიხიძე, ხაშურის ოლქში - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) და ქართული ოცნების კანდიდატი ვალერი გელაშვილი, ხოლო მცხეთაში დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი და ქართული ოცნების კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე.
პირველადი შედეგებით, მეორე ტური არ იქნება თბილისის ოთხ ოლქში - ვაკის N3 (ზაზა ხუციშვილი - ქართული ოცნება), საბურთალოს N4 (მამუკა მდინარაძე - ქართული ოცნება), საბურთალოს N5 (ნინო გოგუაძე - ქართული ოცნება) და ჩუღურეთის N 14 (გიორგი ვოლსკი - ქართული ოცნება).
გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურის საჭიროება არ დგას N25 ოლქში (ირაკლი შიოლაშვილი - ქართული ოცნება), N32 ოლქში (გოდერძი ჩანქსელიანი - ქართული ოცნება), N33 ოლქში (გოგი მეშველიანი - ქართული ოცნება), N34 ოლქში კახაბერ ოქრიაშვილი - ქართული ოცნება), N35 ოლქში - (რუსლან გაჯიევი - ქართული ოცნება), N38 ოლქში - (ზაქარია ქუცნაშვილი - ქართული ოცნება), N40 ოლქში (გიორგი თოთლაძე - ქართული ოცნება), N45 ოლქში (გედევან ფოფხაძე - ქართული ოცნება), N46 ოლქში (ენზელ მკოინი - ქართული ოცნება), N50 ოლქში (ელგუჯა გოცირიძე - ქართული ოცნება), N53 ოლქში (პაატა კვიჟინაძე - ქართული ოცნება). N54 ოლქში (გრიგოლ ლილუაშვილი - ქართული ოცნება), N55 ოლქში (გრიგოლ მიქელაძე - ქართული ოცნება), N57 ოლქში (ცოტნე ზურაბიანი- ქართული ოცნება, N58 ოლქში, (გოჩა ენუქიძე - ქართული ოცნება), N 59-ე ოლქში (არჩილ თალაკვაძე - ქართული ოცნება), N62 ოლქში - (ოთარ დანელია - ქართული ოცნება) და N73 ოლქში (ანზორ ბოლქვაძე - ქართული ოცნება).
გთავაზობთ დეტალურ მონაცემებს, რომელ ოლქში რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღეს მაჟორიტარმა კანდიდატებმა. ცესკოს მონაცემებით, დათვლილია ხმების 99.41%.
მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი - სალომე ზურაბიშვილი (44.4%), ნიკოლოზ რურუა (ენმ) - 26.9%. (31 უბნიდან, დათვლილია 30 უბანი).
ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი - ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) - 48.83%, ელენე ხოშტარია (ენმ) - 22.22%. (32 უბნიდან, დათვლილია 31 უბანი).
ვაკის N3 მაჟორიტარული ოლქი - ზაზა ხუციშვილი (ქართული ოცნება) - 50.53%, პეტრე ცისკარიშვილი (ენმ) - 19.3%. (35 უბნიდან დათვლილია 34 უბანი).
საბურთალოს N4 მაჟორიტარული ოლქი - მამუკა მდინარაძე (ქართული ოცნება) - 51.7%, ჯარჯი დოლიძე (ენმ) - 20.85%. (დათვლილია ყველა უბანი).
საბურთალოს N5 მაჟორიტარული ოლქი - ნინო გოგუაძე (ქართული ოცნება) - 51.43%, გიორგი როინიშვილი (ენმ) - 18.89%. (დათვლილია ყველა უბანი.
საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი - ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) - 46.86%, სევდია უგრეხელიძე (ენმ) - 17.21% (32 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბნის მიხედვით).
კრწანისის N7 ოლქი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 48.21%, ირაკლი აბესაძე (ენმ) - 29.19%. (36 უბნიდან, დათვლილია 34 უბანი).
ისნის N8 ოლქი - ბექა აბუსერიძე (ქართული ოცნება) - 42.71%, გიორგი ონიანი (ენმ) - 24.28%. (33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბნის მონაცემები).
ისნის N9 ოლქი - დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 48.35%, ბესიკ კვიციანი (ენმ) - 27.23%. (31 უბნიდან დათვლილია 29 უბანი).
ისნის N10 ოლქი - ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) - 45.46%, ზაზა კედელაშვილი (ენმ) - 26.87%. (33 უბნიდან დათვლილია 30 უბანი).
სამგორის N11 ოლქი - გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) - 47.51%, ირაკლი ნადირაძე (ენმ) - 24.05%. (39 უბნიდან დათვლილია 37 უბანი).
სამგორის N12 ოლქი - მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) - 42.85%, დათო ჟღენტი (ენმ) - 27.37%. (34 უბნიდან დათვლილია 33 უბანი).
სამგორის N13 ოლქი - შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) - 45.27%, გიორგი ხახნელიძე (ენმ) - 25.52%. (დათვლილია ყველა უბანი).
ჩუღურეთი N14 ოლქი - გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) - 57.24%, ირაკლი ჩოლოყაშვილი (ენმ) - 23.61% (32 უბნიდან, დათვლილია 30 უბანი).
დიდუბის N15 ოლქი - ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) - 47.28%, დავით ნაფეტვარიძე (ენმ) - 19.77%. (34 უბნიდან დათვლილია 31 უბნის მონაცემები).
დიდუბის N16 ოლქი - ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) - 47%, ირაკლი დვალი (ენმ) - 20.85%. (34 უბნიდან დათვლილია 33 უბნის მონაცემები).
ნაძალადევის N17 ოლქი - სოფო კილაძე (ქართული ოცნება) - 44.83%, მურმან თხელიძე (ენმ) - 19.84%. (დათვლილია ყველა უბანი).
ნაძალადევის N18 ოლქი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 47.36%, მამუკა გუგეშაშვილი (ენმ) - 25.03% (დათვლილია ყველა უბანი).
ნაძალადევის N19 ოლქი - ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) - 46%, ლერი დემეტრაშვილი (ენმ) - 26.23%. (დათვლილია ყველა უბანი).
გლდანის N20 ოლქი - კობა კობალაძე (ქართული ოცნება) - 40.52%, ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ენმ) - 24.18%. (დათვლილია ყველა უბანი).
გლდანის N21 ოლქი - ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 49.1% და სერგო რატიანი (ენმ) - 30.49%. (34 უბნიდან დათვლილია 32 უბნის მონაცემები).
გლდანის N22 ოლქი - ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) - 44.8%, გიორგი ბარამიძე (ენმ) - 25.65%. (დათვლილია ყველა უბანი).
N23 საგარეჯოს ოლქი - რომან მუჩიაშვილი 46.65%, ზურაბ ჭიაბერაშვილი (ენმ) - 25.05%. (50 უბნიდან დათვლილია 48).
N24 გურჯაანის ოლქი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 44.18%, გიორგი ღვინიაშვილი (ენმ) - 32.19%. 51 უბნიდან დათვლილია 48.
N25 სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი (ქართული ოცნება) 54.78%, ლევან ბეჟაშვილი (ენმ) - 27.14%. 58 უბნიდან 56 დათვლილია.
N26 ოლქი (ლაგოდეხი-ყვარლის ნაწილი) გურამ მაჭარაშვილი - 37.51%, გურამ კაკალაშვილი - (ენმ) - 24.59%. 53 უბნიდან დათვლილია 51.
N27 - (თელავი, ყვარლის ნაწილი) - ირაკლი სესიაშვილი (42.09%) და გიორგი ბოტკოველი (ენმ) - 34.98%. 47-დან 42 უბანია დათვლილი.
N28 - (ახმეტა, თელავის ნაწილი) გელა სამხარაული (ქართული ოცნება) 47.36%, შაქრო ტერტერაშვილი (ენმ) - 32.68%. დათვლილია 50-დან 49 უბანი.
N29 - რუსთავის ოლქი - პაატა მხეიძე (ოცნება) - 45.43%, მამუკა ჩიქოვანი (ენმ) - 31.93%. დათვლილია 42-დან 36 უბანი.
N30 - რუსთავის ოლქი - გიორგი ბეგაძე (ოცნება) - 47.26%, დავით კირკიტაძე (ენმ) 33.87%. 42 უბნიდან 32-ია დათვლილი.
N31 (გარდაბნის ოლქი) - სავალან მირზოევი 49.78% (ქართული ოცნება), რამინ ბაირამოვი - 34.05% (ენმ). 35 უბნიდან დათვლილია 34.
N32 ოლქი (თეთრიწყარო, გარდაბნის ნაწილი) - გოდერძი ჩანქსელიანი (ოცნება) 54.07%, ნუგზარ წიკლაური (ენმ) - 27.64%. 61 უბნიდან დათვლილია 59.
N33 ბოლნისის საარჩევნო ოლქი - გოგი მეშველიანი (ქართული ოცნება) - 51.84%, სამირა ისმაილოვა - 40.67% (58 უბნიდან დათვლილია 52).
N34 ოლქი (წალკის და დმანისის გაერთიანებული ოლქი) კახაბერ ოქრიაშვილი (ოცნება) - 65.99%) ბაკურ მგელაძე (ენმ) - 22.74%. 99 უბნიდან დათვლილია 92.
N35 მარნეულის ოლქი - რუსლან გაჯიევი (ოცნება) - 54.87% , აზერ სულეიმანოვი (ენმ) - 37.87%. 43 უბნიდან დათვლილია 37.
N36 მარნეულის ოლქი - თანაზ ნავერიანი (ოცნება) 49.85%. აკმამედ იმამკულიევი (ენმ) - 41.75%. 46 უბნიდან დათვლილია 36.
N37 მცხეთის ოლქი - დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) - 41.23%, ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 39.75%. დათვლილია ყველა უბანი.
N38 (დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქი) - ზაქარია ქუცნაშვილი (ქართული ოცნება) - 60.99%, ზურაბ ოტიაშვილი (სახელმწიფო ხალხისთვის) - 13.09% (ენმ-ის ამ ოლქში კანდიდატი არ ჰყავდა). დათვლილია 81 უბნიდან 80.
N39 კასპის ოლქი - ირაკლი მეზურნიშვილი 45.98%, ნუგზარ ნონიაშვილი - 22.27%. 40 უბნიდან დათვლილია 37.
N40 გორის ოლქი გიორგი თოთლაძე - 52.29%, ილია ბურჯანაძე - 19.54%. დათვლილია ყველა უბანი.
N41 გორის ოლქი - იოსებ მაკრიხიძე (ოცნება) - 33.53%, ირაკლი ალასანია - 19.36% (41 უბნიდან დასათვლელია 1 უბანი).
N42 გორის ოლქი - თენგიზი ხუბულური 41.79% (ოცნება), ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 24.89% (ყველა უბანი დათვლილია).
N43 ხაშურის ოლქი - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) - 31.95%, ქართული ოცნება ვალერი გელაშვილი - 20.04%, როინ მახარობლიძე (ენმ) - 17.46% (52-დან 49 უბანია დათვლილი).
N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებული ოლქი - ვაჟა ჩიტაშვილი (ენმ) - 44.88% , გიორგი კოპაძე (ოცნება) 38.13%. დათვლილია 53-დან 48 უბანი.
N45 - ბორჯომი- ასპინძა-ახალქალაქის ოლქი, გედევან ფოფხაძე (ოცნება) - 51.39%, ტარიელ ლონდარიძე (ენმ) – 21.53%. დათვლილია 70-დან 65 უბანი.
N46 ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქი - ენზელ მკოინი (ოცნება) - 63.42%, არსენ კარაპეტიან (ენმ) - 17.08%. დათვლილია 89 უბნიდან 88.
N47 ქუთაისის ოლქი - გენადი მარგველაშვილი 40.09% (ოცნება), გიორგი თევდორაძე (ენმ) - 29.76%. დათვლილია 44 უბნიდან 37.
N48 ქუთაისის ოლქი - დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) - 46.62%, აკაკი ბობოხიძე (ენმ) - 26.89%, დათვლილია 41 უბნიდან 36.
N49 ქუთაისის ოლქი - კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) - 38.89%, გიორგი წერეთელი (ენმ) - 37.32%. 43-დან 35 უბანია დათვლილი.
N50 ტყიბული-თერჯოლას გაერთიანებული ოლქი). ელგუჯა გოცირიძე 50.22% და ოთარ კახიძე 30.04% (65-დან 61 უბანი დათვლილია).
N51 (ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული ოლქი). კობა ლურსმანაშვილი 47.15% და გიორგი რობაქიძე 26.19%. დათვლილია 74-დან 71 უბანი.
N52 ზესტაფონის ოლქი. შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) - 43.97%, ბეჟან ბუცხრიკიძე - 27.76%. დათვლილია 46-დან 44 უბანი.
N53 საჩხერის ოლქი (პაატა კვიჟინაძე 89.06%, ზურაბ ცერცვაძე - 5.4%). დათვლილია 55-დან 53 უბანი.
N54 ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქი, გრიგოლ ლილუაშვილი (ქართული ოცნება) - 59.13%, ზურაბ ჯიბუხაია (ენმ) - 22.48%) - 60-დან 58 უბანია დათვლილი.
N55 სამტრედიის ოლქი - გრიგოლ მიქელაძე (ქართული ოცნება) - 57.72%, მერაბ ჯანელიძე (ენმ) - 33.28%. დათვლილია ყველა უბანი.
N56 ჭიათურის ოლქი - სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) - 34.35%, თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 19.11%.
N57 წყალტუბოს ოლქი - ცოტნე ზურაბიანი (ქართული ოცნება) - 52.69%, მამუკა საღარეიშვილი (ენმ) - 32.5% (67 უბნიდან დათვლილია 62).
N58 ოლქი (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია) - გოჩა ენუქიძე - ქართული ოცნება (58.38%) და ოთარ სირაძე (ენმ) - 14.79%. (167 უბნიდან დათვლილია 162).
N 59-ე ოზურგეთის ოლქი - არჩილ თალაკვაძე (ქართული ოცნება) 53.2% და დავით მჟავანაძე (ენმ) 18.07%. (49 უბნიდან დათვლილია 46).
N 60 ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქი - ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) 46.97%, ნინო კვიტაიშვილი -12.46%. 78-დან 73-ია დათვლილი.
N 61 ფოთის ოლქი - ბექა ბასილაია 25.92% და ირაკლი ხახუბაია 48.35%. 43 უბნიდან დათვლილია 36.
N62 მარტვილის ოლქი - ოთარ დანელია 51.24%, ზაალ გოროზია 31.91%. 59-დან 58 უბანი დათვლილია.
N 63 სენაკის ოლქი - კობა ნაყოფია (31.04%), ირაკლი ბერაია 45.21% (47 უბნიდან დათვლილია 46 უბანი).
N 64-ე ოლქი (ხობი, ზუგდიდის 7 სოფელი) - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) 39%, მამუკა ჭოხონელიძე (ენმ) - 31.69% (47 უბნიდან დათვლილიაა 46 უბანი).
N65 ზუგდიდის ოლქი - ლევან კონჯარია (ენმ) 31.54% და მერაბ ქვარაია (ოცნება) - 37.69%. 43 უბნიდან მონაცემები დათვლილია 38 უბნის მიხედვით.
N66 ზუგდიდის ოლქი - სანდრა რულოვსი (ენმ) - 44.87%, ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) - 48.28% ( სულ 49 უბნიდან მონაცემები დათვლილია 22 უბნის მიხედვით).
N67 ზუგდიდის ოლქი - გოგა გულორდავა (43.38%) და ლევან ქარდავა (32.91). სულ 55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით.
N68 ბათუმის ოლქი - ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) 41.52% და მირდატ ქამადაძე (ენმ) - 32.4%. (41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბნის მიხედვით).
N69 ბათუმის ოლქი - ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) - 39.85% და გიორგი კირთაძე (ენმ) - 26.76%. (სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 32 უბნის მიხედვით).
N70 ბათუმის ოლქი - მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) - 44.46% და თეიმურაზ დუმბაძე (ენმ) - 29.88%. (40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით).
N71 ქობულეთის მაჟორიტარული ოლქი - კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) - 40.14%, ჯანსუღ ჯინჭარაძე (ენმ) - 24.8%. (48 უბნიდან დათვლილია 45 უბანი).
N72 ხელვაჩაურის ოლქი - ილია ნაკაშიძე 42.44%, მიშა ბოლქვაძე 28.89%. (50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით).
N73 (ხულო-შუახევი-ქედას გაერთიანებული ოლქი) - ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება) - 51.87%, ირაკლი ჯორბენაძე (ენმ) - 27.76%. (130 უბნიდან მონაცემები დათვლილია 128 უბნის მიხედვით).





