არჩევნები 2016

ჟვანია: დაუსაბუთებელია განცხადებები შედეგების დაგვიანებასთან დაკავშირებით

ტაბულა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაუსაბუთებელს უწოდებს განცხადებებს უწყების მიერ წინასწარი შედეგების დაგვიანებასთან დაკავშირებით.

"ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების თემასთან დაკავშირებით, მინდა, ავღნიშნო, რომ განცხადებები, სამწუხაროდ, არის ძალიან დაუსაბუთებელი და არაზუსტი, ვინაიდან არ ეყრდნობა რეალობას და მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, როგორია და როგორი იყო ჩვენი გამოცდილება შედეგების წინასწარი გამოცხადების თვალსაზრისით . როგორც მოგეხსენებათ, ყველამ, ვინც არჩევნებში ჩახედულია, კარგად იცის, რომ ბიულეტენების რაოდენობიდან გამომდინარე დათვლის პროცესი შესაბამისი შეიძლება, იყოს და მას გარკვეული დრო დასჭირდეს იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რაც არის. ზუსტად ამის საფუძველზე მინდა, განვაცხადო, რომ ამ არჩევნებზე ცესკომ, ბიულეტენების რაოდენობის გათვალისწინებით, შეძლო, ყველაზე სწრაფად გამოეცხადებინა წინასწარი შედეგები და მე გეტყვით ზუსტ სტატისტიკას.

2014 წელს ცესკომ შეძლო და გამოაცხადა დაახლოებით 6 საათის მერე. 2013 წელს ცესკომ წინასწარი შედეგები გამოაცხადა 4 საათის შემდეგ უბნების დახურვიდან, ხოლო 2012 წელს, როცა ზუსტად იგივე საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, ცესკომ მხოლოდ 8 საათის გასვლის შემდეგ შეძლო პირველადი მონაცემების გამოცხადება. წელს, უბნების დახურვის შემდეგ ჩვენ პირველი მონააცემები გამოვაცხადეთ და შევძელით, ამ რაოდენობის ბიულეტენების გათვალისწინებით, პროპორციულ ნაწილში, 5 საათის შემდეგ, რაც არის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შედეგი წინასწარი შედეგების გამოცხადების თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, ყველა ის განცხადება, რომელიც კეთდება არის დაუსაბუთებელ, არა ზუსტი და სამწუხაროდ არ შეეფერება სიმართლეს", - თქვა ჟვანიამ.

კომენტარები