არჩევნები 2016

TI ზუგდიდისა და ქუთაისის ინციდენტების სწრაფად გამოძიებას ითხოვს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (TI) ზუგდიდის რაიონის ორ საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ზუგდიდის რაიონის ორ საარჩევნო უბანსა და ქუთაისის 49.59 ოლქის 90-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს და სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ვეხმაურებით ზუგდიდის რაიონის ორ უბანზე განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით ზუგდიდის 66.67 საარჩევნო ოლქში სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე შეიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაამტვრია საარჩევნო ყუთები და დაარბია უბანი. ასევე აღმაშფოთებელი იყო ქუთაისის 49.59 ოლქის 90-ე უბნის მიმდებარედ მოხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ეს ფაქტი და პასუხისგებაში მისცენ ამ ვანდალური ქმედების ჩამდენები. ასეთ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების გარეშე საარჩევნო პროცესს მნიშვნელოვანი ჩრდილი მიადგება. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს თავი შეიკავენ ძალადობრივი ქმედებებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ხმების დათვლის პროცესს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები