არჩევნები 2016

ცესკო: ავღანეთის ორი უბნიდან ერთი ენმ-მ, მეორე ოცნებამ მოიგო

თავდაცვის სამინისტრო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გახსნილი 2 საარჩევნო უბნის შედეგებს აქვეყნებს. უბნებზე სულ 1471 ჯარისკაცი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა 1171-მა მიიღო.

უბან ბაგრამზე შედეგები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 65, ქართული ოცნება - 50, თავისუფალი დემოკრატები - 7, ლეიბორისტული პარტია - 4, სახელმწიფო ხალხისათვის 1, დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისთვის - 1, საქართველო -1, ბათილი ბიულეტენი - 3.

უბან მაზარიშარიფზე სამხედროების ხმა შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება - 564, ენმ - 232, თავისუფალი დემოკრატები - 214, ლეიბორისტული პარტია - 45 სახელმწიფო ხალხისთვის - 27, დავით თევზაძე - 12, საქართველო -7, რესპუბლიკური პარტია -7, ბურჯანაძე - 5, ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი - 4, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 4, პატრიოტთა ალიანსი - 4, ქართული იდეა - 4, ზვიადის გზა უფლის სახელით - 3, ჩვენები - 2, ჩვენი საქართველო - 2, პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა - 2, სახალხო ხელისუფლება -1, თოფაძე მრეწველები - 1, ბათილი ბიულეტენი 27.

კომენტარები