არჩევნები 2016

თარხან-მოურავი: ამ შედეგების დატოვებას თუ გაბედავენ, იქნება აქციებიც და საკნებიც

ვეუბნები ხელისუფლებას, ამაზე უფრო უგუნური არაფერი არ შეიძლება მოიფიქროთ. თუ უბრალოდ გაბედავთ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ ხელისუფლებას, რომ ის გადაყვება ამ ამბავს. აქციები იქნება, საკნებიც იქნება და კიდევ ბევრი რამ იქნება. ვეუბნები ამ ხელისუფლებას, რომ გონიერება გამოიჩინოს. ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად მიუღებელი ტყუილი. გადაყვება ეს ხელისფულება ამას. შეუძლებელია, რომ ჩვენ გვქონდეს 5%, რას ვერ ხვდებით ახლა?! 20%-ის მარტო ხელშეკრულებები წარმოვადგინეთ 3 დღის წინ. ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორ შეიძლება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც 14 000 კაცი ძლივს გამოიყვანა მთელი საქართველოდან, 50 ლარს უხდიდა, იმას ჰქონდეს 32% თუ რაღაც წარმოუდგენლად დიდი რიცხვები?! ბათუმში გამოვიყვანე 2-ჯერ მეტი ხალხი, ვიდრე მაგათ. ვეუბნები ხელისუფლებას, ამ მაიმუნობას თავი დაანებოს! არ დავინახოთ, რომ ასეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკო-მ. გადაყვება ეს ხელისუფლება ამას!

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხარ-მოურავი ეგზიტპოლების პირველად შედეგებზე.

კომენტარები