არჩევნები 2016

ცესკო: საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 51,63%-ია

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,63% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 814 276 მოქალაქეა. 2012 წელს არჩევნებზე 60,8% იყო მისული. ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 46,6%.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ისაუბრა.

„გაგაცნობთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ. საღამოს 20 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 814 276-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 51,63%-ია. დღეს, ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი 24 საათის განმავლობასი მუშაობს. ამ დროისთვის მთელი დღის განმავლობასი შემოვიდა 2 337 ზარი და 187 შეტყობინება online chat-ის მეშვეობით.  მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და სააარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება. უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეეული შემთხვევებისა ამომრჩევლებს თავისულფად შეეძლოთ მთელი დრის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.  საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.  შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე, ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე“,- თქვა მიქელაძემ.

კომენტარები