არჩევნები 2016

ზურაბიშვილი: თუ ეგზიტპოლები დაემთხვევა ცესკოს შედეგებს, ქვეყნისთვის არ იქნება კარგი

ჩვენ მაინც ველოდებით ცესკოს შედეგებს, მათ მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს, რომლებიც ჯერ არ მოსულა და არ ვიცით ის შედეგები. თუ რეალური შედეგები მეტ-ნაკლებად მაინც დაემთხვევა ეგზიტპოლების შედეგებს, მე არ მგონია, რომ ქვეყნისთვის იყოს კარგი, მაგრამ ეს იქნება ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ დაემთხვევა. უნდა დაველოდოთ ცესკოს მიერ დეკლარირებულ შედეგებს, თუმცა რესპუბლიკური პარტია ნებისმიერ შემთხვევაში არ გაქრება და ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას.

კომენტარები