საარჩევნო ინციდენტი

მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული

რუსთავი 2

მარნეულში საარჩევნო ინციდენტთან დაკავშირებით სპეცრაზმია მობილიზებული.

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფები საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა.

რუსთავი ორის ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე უბანზე შესვლას და მარკირების ხელმეორედ გავლას ცდილობდა, სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. მარნეულის ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის აჰმედ იმამ კულიევის თქმით კი, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბება სცადა.

კომენტარები