არჩევნები 2016

ick: საგარეჯოს #39 უბანზე ხმის მიცემას ვადაგასული და სხვისი პირადობებით ცდილობენ

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში, დუზაგრამის #39 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემას ვადაგასული და სხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობებით ცდილობენ.

ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმაც დაუდასტურეს.

საგარეჯოს საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი კი ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მსგავსი პრეტენზიით არავის მიუმართავს.

კომენტარები