არჩევნები 2016

ბათუმის #1 საარჩევნო უბნიდან ენმ-ის დამკვირვებელი გააძევეს

რუსთავი 2

ბათუმის #1 საარჩევნო უბნიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი სამართალდამცველების დახმარებით გააძევეს.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ენმ-ის დამკვირვებელი დილიდან ცდილობდა საარჩევნო პროცესის ჩაშლას.

თავად დამკვირვებლის მტკიცებით კი, საარჩევნო კომისიის წევრი აგიტაციას ეწეოდა. "კომისიის წევრი ქუჩაში არ უნდა გამოვიდეს და გარჩევები არ უნდა ხდებოდეს, აგიტაციას ატარებს. ეს მოვითხოვე და გამომაძევეს საარჩევნო უბნიდან", - თქვა მან.

კომენტარები