არჩევნები 2016

საია-მ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება გამოაქვეყნა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დარღვევების რაოდენობა და სიმძიმე გაიზარდა - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებაში. ორგანიზაცია ფიზიკური დაპირისპირების, სააგიტაციო მასალების დაზიანების, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს.

გარდა ამისა, საია-ს მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში სუს-ის წარმომადგენელთა აქტიურობაზე საუბრობდნენ.

საია-ს მონიტორების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში საერთო ჯამში 82 დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დარღვევები ფიქსირდებოდა როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები