სტიქია

სამხრეთ კორეაში ტაიფუნს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

სამხრეთ კორეაში ტაიფუნ ჩაბას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურების შედეგად ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები ბუსანი და ულსანი დაზარალდა. აღნიშნულ ქალაქებში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეჩერებულია, განადგურებულია გზებიც.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ტაიფუნით დაზარალებული რაიონების უმეტესობას ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები