არჩევნები 2016

კალაძე: გვაქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოვიდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით

კეთდება ყოველთვიური გამოკითხვები, ყოველთვიური კვლევები და ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული თუ როგორი მხარდაჭერა აქვს პარტია ქართულ ოცნებას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამარჯვებაზე და აბსოლუტური უმრავლესობით მომავალ პარლამენტში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოვიდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით. თუმცა, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების აზრით, ძალიან კარგი იქნებოდა თუ მომავალი პარლამენტი იქნებოდა მრავალპარტიული, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუმცა დღეს არ იკვეთება ამის შესაძლებლობა.

პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები