გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ომბუდსმენი: საგანგაშოა, რომ ასეთი რამ ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე

ენმ

სახალხო დამცველი გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ომბუდსმენის განცხადებით, "საგანგაშოა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე 3 დღით ადრე". უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება საკმარისი არ არის.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა დაწყებული პროცესი დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანონ ბოლომდე, ხოლო დამნაშავე პირების მიმართ დროულად უნდა იქნეს მიღებული კანონშესაბამისი ზომები", - აცხადებს სახალხო დამცველი.

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის მცდელობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები