გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ენმ-ის ოფისიდან გარე სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერები ამოიღეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის ოფისში გვიანობამდე იმყოფებოდნენ. მათ ოფისის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები ამოიღეს, სადაც ასახულია გივი თარგამაძისა და პარტიის სხვა წევრების გადაადგილება შენობის ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა გარე სათვალთვალო კამერით გადაღებული ბოლო რამდენიმე დღის მასალა ამოიღეს. 

ამასთან, გვიან ღამით მთაწმინდის პოლიციაში იმყოფებოდა გივი თარგამაძე. დეპუტატის თქმით, გამოძიება მისი ჩვენებით ჯერ არ დაინტერესებულა და პოლიციაში მხოლოდ ექსპერტიზისთვის დაიბარეს. 

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები