გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

სერგეენკო: ფაქტი მიუღებელია, მითუმეტეს ის, რომ დაშავდნენ შემთხვევითი გამვლელები

რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, მითუმეტეს ის, რომ დაზარალებული არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ ამ საქმეს. 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე, რა დროსაც, ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები