არჩევნები 2016

გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ, დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან ენმ-ის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

შემთხვევის დროს თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

დამატებითი დეტალების გასარკვევად შემთხვევის ადგილზე ტაბულას გადამღები ჯგუფია წასული.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე გამვლელი დაშავდა.

თარგამაძის თქმით, მისი ავტომანქანა გაზზე არ მუშაობდა. მისი თქმით, შემთხვევა დისტანციური მართვის პულტით განხორციელებულ აფეთქებას ჰგავს.

"უკანა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად მოგლეჯილი აქვს მანქანას, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩადებული იყო უკანა ნაწილზე ან აკრული ეს ასაფეთქებელი და როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა მანქანით ის, ვინც დააჭირა დისტანციურს. რაღაცები იყო, პირდაპირი მუქარის ზარები არა, უფრო ბინძური რაღაცები, ამას შემდგომში მოგახსენებთ. ყველას უნდოდა, რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ ნამდვილად არ არის გაზზე და ეს ნამდვილად აფეთქებაა და თან დარწმუნებული ვარ, რომ დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული", - განაცხადა თარგამაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართვისას.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არკვევენ.

კომენტარები