არჩევნები 2016

ცესკომ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. 7 მილიონზე მეტი ბიულეტენი 8 სტამბაში დაიბეჭდება.

ცესკოს ცნობით, საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისათვის საარჩევნო ბიულეტენები მათ მშობლიურ ენაზე დაიბეჭდება. ასევე უსინათლოთათვის მზადდება ადაპტირებული ბიულეტენები.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 6 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები