ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ა.ი., რომელიც 2 დღის წინ, გორში ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ტაბულას შსს-ში უთხრეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236 (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისათვის, 2 დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარის შედეგად ოქრუაშვილის დაცვის ერთი წევრი და აქტივისტი დაშავდნენ.

კომენტარები